სსიპ თბილისის №160 საჯარო სკოლა
ეფექტური და ეფექტიანი სწავლება ბუნებისმეტყველებაში
დაწყებითი საფეხური
/პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში /
მაია ზაზიკაშვილი
2018-2019 სასწ. წელი
აბსტრაქტი
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ - თბილისის N160 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის პედაგოგის, მაია ზაზიკაშვილის მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს. კვლევა დაიწყო 2018 წლის ნოემბერში და დასრულდა 2019 წლის მაისში.
ნაშრომში წარმოდგენილია ბუნებისმეტყველების სწავლისადმი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორები და აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით განხორციელებული ინტერვენციები კონკრეტული კლასის მაგალითზე. ჩემი მიზანი იყო გამომეკვლია ბუნებისმეტყველების მიმართ მათემატიკასთან შედარებით მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზები და მომეძებნა გზები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად, რაც მათი ცოდნის დონის ამაღლებასაც გამოიწვევდა. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია დაბალი მოტივაციის გამომწვევი პრობლემები, კვლევის დროს თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით შეგროვილი მონაცემთა ანალიზი, პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციები ,ინტერვენციების შედეგები, მისი შეფასება და დასკვნები.
ვფიქრობ, ჩემ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები დაეხმარება აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ ადამიანებს სასწავლო სტრატეგიების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სარჩევი
აბსტრაქტი----------------------------------------------------------------------2
თავი 1. შესავალი---------------------------------------------------------------4-6
თავი 2. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა---------------------7
საკვლევი საკითხი-----------------------------------------------8
თავი 3. ლიტერატურის მიმოხილვა------------------------------------10-16
თავი 4. კვლევის დიზაინი-----------------------------------------------17-21
მიზანი და ამოცანები--
კვლევის კითხვები---
კვლევის ჰიპოთეზა
კვლევის ინსტრუმენტები-
კვლევის გეგმა-------
თავი 5. რაოდენობრივი კვლევა და მისი შედეგები---------------------22-27
თავი 6. თვისებრივი კვლევა და მისი შედეგები--------------------28-31
თავი 7. მეორადი მონაცემების ანალიზი----------------------32-34
თავი 8. ინტერვენციების შედეგები--------------------------------35-37
თავი 9. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები----------38-40
მიგნებები----------------------------------------------
რეკომენდაციები------------------------------
რეკომენდაციები------------------------------
თავი 10. დასკვნა----------------------------------------------------------41
თავი 11. რეფლექსია/კოლეგებთან გაზიარება-----------------42-46
თავი 12. ბიბლიოგრაფია-------------------------------------------47
დანართები-------------------------------------------47-59
თავი 1.
შესავალი
„სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი – ყველაფერს”.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში.
საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე. მისი განვითარება, მიღწევის შედეგი და ხარისხი შეფასების საშუალებით განისაზღვრება. შეფასების მიზანია იმის გარკვევა რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად მაღალია მოტივაცია, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე, ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ და ხელი შევუწყოთ სწავლების პროცესს, გამოვავლინოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და ჩავრთოთ მშობელი სასწავლო პროცესში.
უკანასკნელ ხანებში შეინიშნება მოტივაციის დაქვეითება მთელი რიგი სასწავლო დისციპლინების მიმართ. განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. რადგან ჩემთვის მთავარია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა, საჭიროდ მივიჩნიე მოტივაციის ასამაღლებლად კვლევა ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში, მიმეგნო იმ ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც დამეხმარებოდა ჩემს კოლეგებს სწავლების ხარისხის ამაღლებაში. თანამედროვე პირობებში, როცა ცოდნის მოცულობა ძალზე სწრაფად და მკვეთრად იზრდება, მხოლოდ ცოდნის ათვისება არასაკმარისია. პედაგოგიურ წრეში ყველა ერთხმად აღიარებს მოტივაციის პრიორიტეტულ მნიშვნელობას სწავლა-სწავლების პროცესში და მის საფუძველზე მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის/ სწავლა) უნარების განვითარებას.
კვლევის მიზანია ეფექტური და ეფექტიანი სწავლება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე. შედეგების დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება
კვლევის ობიექტია თბილისის N160 საჯარო სკოლის მე-41 კლასის მოსწავლეები.
კვლევის საგანია მოსწავლეთა მოტივაციის შესწავლა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.
კვლევის ჰიპოთეზაა:
დაბალია მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია ბუნებისმეტყველების შესასწავლად;
დაბალ მოტივაციას განაპირობებს, როგორც სწავლებისა, ასევე არაჯანსაღი დამოკიდებულება საგნის მიმართ. ასევე გარეგანი ფაქტორები (მშობლების უმრავლესობა არ თვლის საჭიროდ დროის დახარჯვას ბუნებისმეტყველების გაკვეთილების მოსამზადებლად. მათი აზრით, მთავარია მოსწავლემ მოამზადოს ,,ძირითადი“ საგნები: ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა.)
კვლევის მიზნისა და ჰიპოთეზების დასადასტურებლად დავისახე შემდეგი ამოცანები:
მოტივაციის შესწავლისადმი ძირითადი თეორიული მიდგომების შესწავლა და გაანალიზება;
სწავლის მოტივაციის შესახებ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული წარმოდგენების განხილვა;
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მოტივაციის თავისებურებების შესასწავლად დიაგნოსტიკური პროცედურების შერჩევა;
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მოტივაციის თავისებურებების შესწავლა.
მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.
კვლევის მეთოდები: სამაგიდე კვლევა, გამოკითხვა კითხვარის საშუალებით, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუ და დიაგნოსტიკური ანალიზი.
სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებით არაერთი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული. კვლევის ანგარიშში დეტალურადაა წარმოდგენილი ლიტერატურა
საკვლევ თემაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინის შესწავლისადმი დამოკიდებულებებს განაპირობებს როგორც გლობალური ფაქტორები, ასევე ადგილობრივი ლოკალური ფაქტორები. ამ უკანასკნელთა გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე ნაკლებადაა შესწავლილი უახლესი პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურაში. როგორც ცნობილია, დროს თავისი კორექტივები შეაქვს სწავლისადმი დამოკიდებულებებში. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ახალი ტენდენციების დანახვა და გაანალიზება.
ნაშრომი შედგება 12 თავისგან. შესავალ ნაწილში მოკლედაა გადმოცემული კვლევის მიზანი, ობიექტი, საგანი, ჰიპოთეზა, ამოცანები; აღწერილია კვლევის მეთოდები. აქვე ვსაუბრობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თავისებურებებზე, მიმოხილულია ლიტერატურა აღნიშნულ საკითხზე.
ნაშრომის მეოთხე თავში მოცემულია კვლევის დიზაინი (დეტალურადაა აღწერილი მიზანი და ამოცანები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის კითხვები, კვლევის ჰიპოთეზა, კვლევის ინსტრუმენტები, კვლევის გეგმა, კვლევაზე მუშაობის პროცესი).
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავებში გადმოცემულია ჩვენ მიერ განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების, მეორადი მონაცემების დამუშავების შედეგები.
მერვე თავში აღწერილია ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები, კერძოდ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების საშუალებები საკვლევაძიებო და შემოქმედებითი ხასიათის დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულების, გასართობი ელემენტების გამოყენების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
დასასრულს, მეცხრე თავში მიმოხილულია მიგნებები და რეკომენდაციები, მეათე-მეტერთმეტე თავში - დასკვნები და რეფლექსია, ბოლოს კი წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურა და დანართი.
თავი 2.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პრაქტიკის კვლევა უშუალოდ პრობლემის ეპიცენტრში ხორციელდება. მისი მონაწილეები უწყვეტ ციკლურ პროცესში იყებენ უკუკავშირს, მომენტალურად ხედავენ და აფასებენ მათ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგებს, რაც დადებითად აისახება მათი ქმედებების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკის კვლევა მიზანმიმართულად გადაჭრის პრობლემას, მასში კომბინირებულია პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედებები და რეფლექსია. პრაქტიკის კვლევის სტრუქტურა მონაწილეებს უბიძგებს საკუთარ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებისა და ინტერვენციების შემუშავებისკენ. კვლევის მონაწილე მასწავლებლები იძენენ ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან სწავლების პროცესში, რადგან ნათლად ხედავენ ექსპერიმენტის დადებით მხარეებს და მცდელობებისადმი შიშიც უქრებათ. პროფესიული წინსვლა მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციასა და გადაჭრას არ გულისხმობს. ამიტომ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ახალი იდეების, ინოვაციების სამუშაო პროცესში გამოსაცდელადაც გამოიყენება.
კვლევის ეტაპები
ყველაზე მარტივი გზით, პრაქტიკის კვლევა დიაგნოსტირების (პრობლემის გაანალიზება და ჰოპოთეზის ჩამოყალიბება) და თერაპიულ (მიზანმიმართული ჩარევის ან ექსპერიმენტის გზით ჰიპოთეზის შემოწმება) ეტაპებად იყოფა. თუმცა ცნობილი მკვლევარები კვლევის ეტაპების სხვადასხვანაირ წყობას გვთავაზობენ. კურტ ლევინი, პრაქტიკის კვლევის, როგორც კვლევის მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროცესს დაგეგმვის, მოქმედების, დაკვირვებისა და გააზრების (რეფლექსიის) ეტაპებად ყოფს. დაგეგმვის პროცესი არსებულ სიტუაციაზე მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. მიზნის მიღწევა დეტალურად გაწერილი გეგმის გარეშე შეუძლებელია.თუმცა ლევინი ხაზს უსვამს იმ ნიუანსსაც, რომ, კვლევის მიმდინარეობის პროცესში, გეგმაში ცვლილებების შეტანაც მოსალოდნელია.გეგმის განხორციელების ეტაპს კი მონიტორინგისა და ჩარევის შედეგების შეფასების პროცესი მოსდევს.კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა გეგმაში ცვლილებების შეტანა და ზემოაღნიშნული ეტაპების ხელახლა გავლა გახდეს საჭირო.
კემისი და მაკტაგარტი ამტკიცებენ, რომ „პრაქტიკის კვლევის ჩატარება ნიშნავს დაგეგმო, იმოქმედო, დააკვირდე და გაიაზრო უფრო მეტი ყურადღებით, უფრო სისტემატურად და უფრო სკურპულოზურად, ვიდრე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებთ“. (1992:10)
პრაქტიკული კვლევის დანიშნულებაა კონკრეტული საკითხისადმი დამოკიდებულების, მიდგომის შეცვლა; ცვლილებების განხორციელება და ახალი ცოდნის მიღება. მასწავლებელმა, რომელიც უშუალოდ ახორციელებს კვლევას, ზუსტად უნდა განსაზღვროს რაში მდგომარეობს პრობლემა, რამ გამოიწვია იგი და როგორ უნდა გადაიჭრას იგი.
პრაქტიკულ კვლევაში ჩართულ ადამიანებს პრაქტიკული კვლევის დროს ევალებათ: ვარაუდების ჩამოყალიბება, პრობლემების იდენტიფიცირება, ჰიპოთეზების გააზრება/აგება, მსჯელობა, შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა, დასკვნების გამოტანა.
საკვლევი საკითხი
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრაქტიკის კვლევის განხორციელებისას საკვლევი საკითხის სწორად შერჩევას. იგი უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ საჭიროებებს, იყოს პრობლემატური და გადაჭრის გზა - რეალისტური.
ჩემს შემთხვევაში საკითხის შერჩევა განაპრობა ქვეყნის მასშტაბით საბუნებისმეტყველო სწავლებაში არსებულმა პრობლემებმა, რომელიც არც ჩემი კლასისთვის არ ყოფილა უცხო და სურვილმა გამეუმჯობესებინა ბუნებისმეტყველების სწავლების ხარისხი.
2011 წელს TIMSS-ის საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობას იღებს 63 ქვეყანა, რომელთა ნაწილში კვლევა ტარდება ორივე- მე-4 და მე-8 კლასებში. ქართველმა მეოთხეკლასელებმა 37-ე ადგილი დაიკავა კვლევაში მონაწილე 50 ქვეყანას შორის.მეოთხეკლასელთა საშუალო მაჩვენებელია 455 (SE=3.8). ქართველი ბავშვების მიღწევები სტატისტიკურად არსებითად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ საშუალო მაჩვენებელს (500).
გთავაზობთ TIMSS 2015-ის ძირითად მიგნებებს.
„სახეზეა პოზიტიური ტენდენცია, რომ განათლების ხარისხი უმჯობესდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა ქვეყანამ გააუმჯობესა შედეგი, ზოგიერთმა ამ სხვაობის შემცირება შეძლო,“ – აღნიშნა ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა აინა მულისმა.
სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდით საქართველოზე.
სიმონ ჯანაშიას აზრით ,,ხარისხი რომ რეალურად გაუმჯობესდეს, საჭიროა ამოქმედდეს დივერსიფიცირებული წყაროს, ადრესატისა და მიზნის შესაბამისი დახმარების, შეფასების, კვლევის სისტემა. ეს კი გულისხმობს, როგორც მინიმუმ, მკაფიო მიზნებს, შედეგებს, ვადებს, რესურსებსა და ჩართულობის გზების არსებობას.“
კვლევისთვის შევარჩიე IV1 კლასი. ჩემ მიერ კლასის შერჩევა მოხდა იმ პრინციპით, რომ ეს კლასი არის ჩემი სადამრიგებლო კლასი, სადაც ბუნებისმეტყველებასთან ერთად ვასწავლი მათემატიკას. მქონდა საშუალება დავკვირვებოდი თითოეულ მოსწავლეს. თუ როგორ სწავლობდნენ ისინი მათემატიკას და ბუნებას, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დავალებების შესრულებას, რათა დავრწმუნებულიყავი, თუ რამდენად განსხვავებულია სწავლის მოტივაცია ერთსა და იმავე კლასში სხვადასხვა საგანს შორის.
თავი 3.
ლიტერატურის მიმოხილვა
პრაქტიკული კვლევის განხორციელების პროცესში, გავეცანი მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის TIMSS=ის მიერ ჩატარებულ კვლევას,რეკომენდაციებიTIMSS 2011, 2015 – მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა. მიღწევების მიხედვით შედგენილ რეიტინგულ სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სინგაპური, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია). საქართველო მონაწილეობდა კვლევის სამ ციკლში – 2007, 2011 და 2015 წლებში. 2015 წელს 2007- 2011 წლების შედეგებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა TIMSS-ის მიღწევები გააუმჯობესეს ბუნებისმეტყველებაში (მე-8 კლასი; მე-4 კლასში შედეგები არ შეცვლილა). პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ქართველ მოსწავლეთა შედეგები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რჩება. TIMSS-ის კვლევაში 153 სკოლის 9000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. საქართველოში კვლევას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს. „საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის“ (IEA) ინიციატივით, კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში ფასდება 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში და მიმდინარეობს იმ ფაქტორების კვლევა, რომლებიც გავლენას ახდენს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების პროცესზე.
შევისწავლე ლიტერატურა მოტივაციასა და მოტივაციის თეორიებზე.
თავად სიტყვა „მოტივი“ (ლათ. Moveo) ნიშნავს მოძრაობას. პირველად ტერმინი „მოტივაცია“ გამოიყენა ა. შოპენჰაუერმა სტატიაში „საკმარისი მიზეზის ოთხი პრინციპი“.
მოტივაცია (ფართო გაგებით) არის ყოველივე ის, რაც იწვევა ადამიანის აქტიურობას: მისი მოთხოვნილებები, ინსტინქტები, გატაცებები, ემოციები, განაწესები, იდეალები და ა.შ.) .,,სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები“ თ. ჭყოიძე http://mastsavlebeli.ge/?p=2397.
ტერმინი „მოტივაცია“ უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ტერმინი მოტივი. „მოტივაცია“ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: როგორც ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების სისტემა (კერძოდ, მოთხოვნილებები, მოტივები, მიზნები, განზრახვები, მისწრაფებები და სხვ.) და როგორც პროცესის მახასიათებელი, რომელიც სტიმულს აძლევს და ინარჩუნებს ქცევით აქტივობას განსაზღვრულ დონეზე.
მოტივაციაზე წარმოდგენას გვიქმნის რაიმე ქცევის ახსნა და არა მისი აღწერა. ეს გახლავთ პასუხები კითხვებზე: „რატომ?“, „რისთვის?“, „რა მიზნით?“, „რის გამო?“ და ა.შ
განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული.ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის.
მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა. ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო ის მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. იმპულსი ის ობიექტები ან მოვლენებია, რომლებიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. მაგალითად, დამატებითი ქულების დაპირება წამახალისებელი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.. კარგი ქულები, ვარსკვლავები, სტიკერები და სხვა საშუალებები განმტკიცებისათვის ან გარკვეული დამსჯელი ღონისძიებები ცუდი საქციელისათვის – ეს ყველაფერი არის მცდელობა მოსწავლეთა მოტივირებისათვის გარეგანი იმპულსის, ჯილდოების ან დასჯის გამოყენებით.
მასლოუს თეორია საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. .
მოტივაციისადმი კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა.
კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული და რეგულირებულია გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.
თეორიებს, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც ბიჰევიორისტების აქცენტებს ქცევის გავლენებისა და შედეგების შესახებ, ასევე კოგნიტივისტების ინტერესს ინდივიდის აზროვნების გავლენის მიმართ, შეიძლება ვუწოდოთ მოლოდინის/ღირებულების თეორიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქცევა აღქმულია როგორც ორი მთავარი ფაქტორის პროდუქტი: მიზნის მიღწევის მოლოდინისა და ამ მიზნის ღირებულების პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებია: „მივაღწევდი თუ არა წარმატებას, რომ მეცადა?” და „იქნება თუ არა შედეგი ღირებული და ჩემთვის რაიმე ჯილდოს მომტანი, თუ წარმატებას მივაღწევ?” მოტივაცია სწორედ ამ ორი ფაქტორის პროდუქტია. მაგალითად, თუ მე მჯერა, რომ დიდი შანსი მაქვს შევქმნა ფეხბურთის გუნდი, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს თანამედროვე გრანდებს (მაღალი მოლოდინი) და ამ გუნდის შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია (მაღალი ღირებულება), ჩემი მოტივაცია ძლიერი იქნება. მაგრამ თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლია (მჯერა, რომ არ შემიძლია გუნდის შექმნა და დიდად არც მაღელვებს ფეხბურთის თამაში), მაშინ მოტივაციაც ნულის ტოლი იქნება.
ჟაკლინ ეკლსსა და ალან ვიგფილდს დამატებით შემოაქვთ კიდევ დანახარჯის ცნება. ღირებულებები განხილული უნდა იყოს აგრეთვე იმ კონტექსტში, თუ რა ჯდება მათი აღსრულება; რა ენერგია იხარჯება; კიდევ რის გაკეთება შეიძლება ამის ნაცვლად; რა რისკი არსებობს მარცხის შემთხვევაში; სულელად ხომ არ გამოვჩნდები;
მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციები.
მოტივაციისადმი სოციოკულტურული შეხედულება ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკოლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. როგორც სოციალიზაციის პროცესში ჩვენი კულტურის უფრო გამოცდილი წევრებისაგან ვსწავლობთ ლაპარაკს, ჩაცმას, სუფრასთან მოქცევის წესებს, ასევე იმათზე დაკვირვებით, ვინც ჩვენი სასკოლო ჯგუფის წევრია, ვსწავლობთ, როგორი მოსწავლეები უნდა ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსწავლობთ იმ ჯგუფისგან, რომლის წევრებიც ვართ.
მოტივირებულნი ვართ ვისწავლოთ და შეითვისოთ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა ჯგუფის ნამდვილ წევრებად ვიგრძნოთ თავი.
,,მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.“
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ. სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ.
2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?
ამისთვის მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.
3. დამოკიდებულება
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
1. აფექტური კომპონენტი მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან.
2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში.
3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას?
ამისათვის:
. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
თავი 4.
კვლევის დიზაინი
1.1. მიზანი და ამოცანები
ნაშრომი ეფუძვნება კვლევას, რომელიც მოიცავს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს. ნაშრომის ნაწილი ეყრდნობა სამაგიდე კვლევას, ასევე გამოყენებულია მეორად მონაცემთა ანალიზი.
კვლევის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის თავისებურებების შესწავლა და მათი აქტივიზაციის საშუალებების გაანალიზება.
მიზნიდან გამომდინარე, კვლევაში გამოყოფილია შემდეგი ამოცანები:
1. მოტივაციის შესწავლისადმი ძირითადი თეორიული მიდგომების შესწავლა და გაანალიზება;
2. სწავლის მოტივაციის შესახებ ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული წარმოდგენების განხილვა;
3. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მოტივაციის თავისებურებების შესასწავლად დიაგნოსტიკური პროცედურების შერჩევა და აპრობირება;
4. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მოტივაციის თავისებურებების შესწავლა.
სამიზნე ჯგუფია თბილისის N160 საჯარო სკოლის მე-41 კლასი.
1.2. კვლევის კითხვები
კვლევის ამოცანებიდან გამოდინარე, პასუხი უნდა გასცემოდა შემდეგ კითხვებს:
ა) როგორია მოსწავლეთა მოტივაცია სასწავლო დისციპლინების შესასწავლად?
ბ) რა განაპირობებს მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას ბუნებისმეტყველების შესასწავლად?
გ) როგორია მასწავლებლის სწავლება და მოსწავლის დასწავლა? რამდენად შეესაბამება ისინი ერთმანეთს?
დ) როგორ ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზას მასწავლებლები? მოსწავლეები?
1.3. კვლევის ჰიპოთეზა
კვლევის ჰიპოთეზაა, რომ:
ა) დაბალია მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია ბუნებისმეტყველების შესასწავლად; ბ) მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას განაპირობებს გარეგანი ფაქტორები: მშობლების უმრავლესობა არ თვლის საჭიროდ დროის დახარჯვას ბუნებისმეტყველების გაკვეთილების მოსამზადებლად. მათი აზრით, მთავარია მოსწავლემ მოამზადოს ,,ძირითადი“ საგნები: ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა და თუ დრო მორჩებათ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი ბუნებისმეტყველების დავალებების შესრულება. მითუმეტეს თეორიული მასალის შესწავლა.
გ) მოსწავლეებს სურთ სასწავლო გარემოს შეცვლა საგაკვეთილო პროცესში და მოითხოვენ მასწავლებლის მხრიდან მეტ დახმარებას და თანადგომას.
1.4. კვლევის ინსტრუმენტები
კვლევის პროცესის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვლევის მეთოდოლოგიის სწორად შერჩევას. გადავწყვიტე გამომეყენებინა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, კვლევის ფარგლებში გამოვიყენე შემდეგი ინსტრუმენტები: სამაგიდე კვლევა, გამოკითხვა კითხვარის საშუალებით, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუ და მეორად მონაცემთა ანალიზი.
უფრო კონკრეტულად, კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით:
1) გამოვიკითხე მოსწავლეები და შევისწავლე მათი დამოკიდებულება კონკრეტული საგნის შესწავლისადმი. ამისათვის შევადგინე კითხვარი (რაოდენობრივი კვლევა), რომელიც შედგებოდა 6 კითხვისაგან. კითხვები სამდონიანი იყო („დიახ“ ,,არა“ ,,ხანდახან“)
ასევე ჩავატარე გამოკითხვა „რომელი საგანი უყვარდათ უფრო მეტად, ბუნება თუ მათემატიკა?“
კითხვარი შეავსო ყველა მოსწავლემ (29 მოსწავლე)
2) ფოკუს ჯგუფისა და ინტერვიუს გზით, რომელიც ჩატარდა ორ-ორჯერ, კვლევის დაწყებისა და დასრულებისას. როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, დავადგინეთ მოსწავლეთა პრიორიტეტები და მათზე კონკრეტული გარემოს გავლენა (ოჯახური ტრადიციები, მშობელთა განწყობა, სტერეოტიპები და ა.შ.). თვისებრივი კვლევის აღნიშნული სანდოობის მიზნით ფოკუს ჯგუფის წამყვანი ვიყავი მე.
1.5. კვლევის გეგმა
კვლევის გეგმა
N
|
აქტივობის დასახელება
|
თვე
| ||||||
11
|
12
|
01
|
02
|
03
|
04
|
05
| ||
1
|
ლიტერატურის მიმოხილვა დამოუკიდებლად/სამაგიდე კვლევა
|
X
| ||||||
2
|
გამოკითხვების ჩატარება კლასში
|
X
| ||||||
3
|
რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი დამუშავება და შედარება
|
X
| ||||||
4
|
ინტერვიუ მოსწავლეებთან
|
X
| ||||||
5
|
ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან
|
X
| ||||||
6
|
თვისებრივი კვლევის პირველადი დამუშავება და შედარება
|
X
| ||||||
7
|
ინტერვენცია
|
X
|
X
|
X
|
X
| |||
8
|
მეორად მონაცემთა ანალიზი
|
X
| ||||||
9
|
რაოდენობრივი კვლევების შედეგების ანალიზი
|
X
| ||||||
10
|
ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუ
|
X
| ||||||
11
|
ინტერენციების შედეგების შესაფასებლად ჩატარებული თვისებრივი კვლევის შეჯამება და ანალიზი
|
X
| ||||||
12
|
კვლევის ანგარიშზე მუშაობა ნაშრომის წარდგენა
|
X
|
საკვლევ საკითხზე მუშაობა დავიწყე ნოემბერში. „გონებრივი იერიშის“ მეთოდით შევარჩიე „უინტერესო თემები“ და მოსწავლეთათვის „საინტერესო თემები“. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ინტერესით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ასრულებენ დავალებებს, თუ იგი „საინტერესოა“, არ არის „ლექციური“ ან რუტინულ რეჟიმში ჩატარებული“. ამან მაფიქრებინა, რომ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი შეიძლება მეც ვიყო. ვინაიდან მათემატიკის სწავლება ყოველდღიურია და სისტემატურ ცოდნას მოითხოვს, აქედან გამომდინარე უმთავრესად მათემატიკაზე ვაკეთებ აქცენტს.
გადავწყვიტე გამეკეთებინა კვლევა, შემესწავლა აღნიშნული პრობლემა, რომ სხვა კოლეგებიც არ აღმოჩენილიყვნენ ჩემს მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე ჩემი მიზაბნია მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა. რადგან პრაქტიკული კვლევა მხოლოდ მაშინაა ღირებული სხვა მასწავლებლისთვის, როცა იგი ეფუძნება მასწავლებლის მიერ გაკეთებულ ობიექტურ და მიუკერძოებელ დასკვნებს. მინდოდა დამედგინა განმაპირობებელი ფაქტორები, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ამ ფაქტორების შინაარსს ინტერვენციების განხორციელებისთვის. მოვიფიქრე კვლევის კითხვები და ჰიპოთეზები.
დავიწყე ლიტერატურის შესწავლა აღნიშნულ საკითხზე. განვახორციელე სამაგიდე კვლევა, ანუ შევისწავლე განათლების სფეროს ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
კლასში ჩავატარე გამოკითხვა სპეციალური კითხვარის მეშვეობით გამოკითხვის დასრულების შემდეგ გავაანალიზე მიღებული შედეგები.
რაოდენობრივი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე ჩამეტარებინა მუშაობა ფოკუს ჯგუფებთან და მეწარმოებინა ინტერვიუ. თვისებრივი კვლევის ამ მეთოდებმა შესაძლებლობა მომცა უფრო დამეკონკრეტებინა პრობლემა და ჩავღრმავებოდი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. ფოკუს ჯგუფებთან თანამშრომლობისას განვიხილე, შევაგროვე მონაცემები, გავაანალიზე შედეგები და შევადარე.
ამის შემდეგ შევაჯამე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებით მიღებული შედეგები, გავაანალიზე და დავგეგმე ინტერვენციები, რომლებიც მიმართული იყო აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებისკენ.
შევიმუშავე ინტერვენციების შესაძლო ვარიანტები. ისინი ძირითადად დაიგეგმა მოსწავლეთა პრიორიტეტების გათვალისწინებით. კერძოდ, დაიგეგმა მოსწავლეთა აქტივობები ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით და ექსკურსიები, რომელთაც ექნებოდათ სასწავლო -საინფორმაციო დატვირთვა.
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ კიდევ ერთხელ ჩავატარე ინტერვიუები, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან, რათა დავრწმუნებულიყავი ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების ეფექტურობაში.
თვისებრივი კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ დავამუშავე ჩემს ხელთ არსებული ყველა მონაცემი და დავიწყე მუშაობა კვლევის ანგარიშსა და მის საპრეზენტაციო ვერსიაზე.
თავი 5.
რაოდენობრივი კვლევა და მისი შედეგები
კვლევის საწყის ეტაპზე განხორციელდა მოსწავლეთა გამოკითხვა კითხვარის მეშვეობით. გამოიკითხა 29 მოსწავლე. გამოკითხვის მიზანი იყო:
მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზების დადგენა;
მოსწავლეთა დაყოფა მოტივაციის მიმართულების მიხედვით (შინაგანი მოტივაციის დაბალი დონე, საშუალო დონე და მაღალი დონე);
სასწავლო დისციპლინის სწავლების ეფექტიანობის კვლევა და მისი ამაღლების რეზერვების ძიება.
გამოკითხვის შედეგები ავსახე დიაგრამაში:
როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, კლასში დაბალია შინაგანი მოტივაციის დონე ბუნებისმეტყველების შესასწავლად. ჭარბობს საშუალო მოტივაციის მაჩვენებელი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კითხვარის შედეგების დაანგარიშებისას საშუალო მოტივაციის მაჩვენებელი უფრო ახლოს იყო დაბალი მოტივაციის მაჩვენებელთან, ვიდრე მაღალთან. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ საშუალო მოტივაციის მაჩვენებლის დასაშვები ცდომილების შემთხვევაში დაბალი მოტივაციის მაჩვენებელი შეიძლება ბევრად გაიზარდოს.
აქვე წარმოვადგენ მონაცემთა ანალიზს კითხვარის საფუძველზე:
N
|
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
ხანდახან
| ||
1
|
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა,ვიდრე ცოდნა ამ საგანში
|
15
|
5
|
9
| ||
2
|
ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია
|
17
|
4
|
8
| ||
3
|
პასუხისმგებლობით ეკიდები თუ არა ამ საგნის შესწავლას?
|
6
|
15
|
8
| ||
4
|
მიმაჩნია, რომ ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია
|
13
|
7
|
9
| ||
5
|
ვცდილობ, გადავწერო დავალება თანაკლასელებისგან, რათა მასწავლებლის დადებითი უკუკავშირი დავიმსახურო
|
14
|
10
|
5
| ||
6
|
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მეტი დრო მათემატიკას დავუთმო, ვიდრე ბუნებას
|
18
|
6
|
5
|
1.ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა,ვიდრე ცოდნა ამ საგანში
შეკითხვაზე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა, ვიდრე ცოდნა, მოსწავლეთა 52% დადებითი პასუხი გასცა, 17%--უარყოფითი, 31%--ხანდახან.
შეკითხვაზე: ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა 59% დადებითი პასუხი გასცა, 14%--უარყოფითი, 27%-- ხანდახან.
შეკითხვაზე: პასუხისმგებლობით ეკიდები თუ არა ამ საგნის შესწავლას, მოსწავლეთა 21% დადებითი პასუხი გასცა, 52%--უარყოფითი, 27%--ხანდახან.
შეკითხვაზე: მიმაჩნია, რომ ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია, მოსწავლეთა 45% დადებითი პასუხი გასცა, 24%-- უარყოფითი, 31%--ხანდახან.
შეკითხვაზე: ვცდილობ გადავწერო დავალება თანაკლასელებისგან, რათა მასწავლებლის დადებითი უკუკავშირი დავიმსახურო, მოსწავლეთა 48% დადებითი პასუხი გასცა, 35%-- უარყოფითი, 17%--ხანდახან.
შეკითხვაზე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მათემატიკას მეტი დრო დავუთმო, ვიდრე ბუნებას, მოსწავლეთა 62% დადებითი პასუხი გასცა, 21%-- უარყოფითი, 17%-- ხანდახან.
მონაცემთა ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კლასში მოსწავლეები ნაკლებად არიან დაინტერესებული საგნით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა და არა ცოდნა, სირთულეების შემთხვევაში მიმართავენ დავალების შესრულების იოლ ხერხს - გადაწერას. თავს არიდებენ თეორიული მასალის შესწავლას. მოსწავლეების უმრავლესობა თვლის რომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა საკმარისია და არ სჭირდება ცოდნის გამდიდრებისთვის სხვა გზების ძიება, მაგალითად დამატებითი ლიტერატურის წაკითხვა, ინტერნეტით სარგებლობა. თუმცა, მოსწავლეთა ნახევარი უყურებდა შემეცნებით და სასწავლო ხასიათის ფილმებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „ზღვრული“ დონეები იმის მიმანიშნებელია, რომ მასწავლებელს სწორად დაგეგმილი აქტივობების გამოყენებით შეუძლია ამ რეზერვის ამოქმედება და პოზიტიურ მაჩვენებლად გადაქცევა.
ჩავთვალე, რომ მოსწავლეთა მოტივაციის დაბალი დონის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სხვა ფაქტორებიც, რაზეც პასუხს ვერ მოგვცემდა გამოკითხვა. ამიტომაც დავგეგმე თვისებრივი კვლევის ჩატარება.
თავი 6.
თვისებრივი კვლევა და მისი შედეგები
რაოდენობრივმა კვლევამ, რასაკვირველია, ვერ მოგვცა სრული წარმოდგენა მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის დაბალი დონის გამომწვევ მიზეზებზე, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა თვისებრივი კვლევის მეთოდებიც, რადგან იგი იძლევა საშუალებას მეტი გავიგოთ იმ პრობლემაზე, რომელთა პირდაპირი გზით დაკვირვება და გაზომვა შეუძლებელია. გარდა ამისა, თვისებრივი მეთოდების გამოყენებისას მოსწავლეები ავლენენ მეტ თავისუფალ რეაქციებს, უფრო გახსნილნი არიან. რადგან თვისებრივი კვლევა, როგორც წესი, ტარდება შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებთან და ამდენად მისი შედეგები ნაკლებად რეპრეზენტატულია, ამიტომაც გადავწყვიტე შემექმნა ფოკუს ჯგუფი, ჩამეტარებინა ინტერვიუ და მთელი კვლევის მანძილზე მეწარმოებინა დაკვირვების დღიური.
კვლევის საწყის ეტაპზე შევქმენი ფოკუს ჯგუფი 9 მოსწავლის მონაწილეობით.
ფოკუს ჯგუფის კითხვები იყო:
1. ბუნებისმეტყველებაში რომელი თემის შესწავლას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
2. როგორ ფიქრობთ, რაში გამოიყენებთ ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას?
3. როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ დაინტერესდეთ საგნით?
კითხვაზე: „რომელი თემის შესწავლას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?“ - თითქმის ყველა მოსწავლემ უპირატესობა მიანიჭა მცენარეების მოვლას, გარემოს დაცვას, კოსმოსის შესწავლას, კონტინენტებზე მოგზაურობას. მიზეზების ჩამონათვალში დომინირებდა შემდეგი პასუხები: „ ძალიან აინტერესებთ ,,რა ხდება კოსმოსში,“ ,,არსებობს თუ არა დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე“- ,,აუცილებელია გარემოს დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კატასტროფა , რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ეკოლოგიურმა პრობლემებმა“ და აუცილებელია ვიცოდეთ მცენარეების მოვლა-პატრონობა, რათა გარემო იყოს ჟანგბადით გაჯერებული, საინტერესოა სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრების როგორი პირობებია, როგორია სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა, მცენარეთა და ცხოველთა საფარი.
კითხვაზე: „რაში გამოიყენებდით ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას?“ - პასუხებში ჭარბობდა ,,ყოველღიურ ცხოვრებაში“, ,,ჯანმრთელობას რომ გავუფრთხილდეთ“, ..ვიცოდეთ როგორ მოვუაროთ ბუნებას,“ „ვიცნობდეთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას“.
დავინტერესდი მოსწავლეთა რეკომენდაციებითაც საგნის სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი მათთვის სრულიად უინტერესო საგნით დაინტერესებაც არის შესაძლებელი, თუკი გაკვეთილი იქნება მიწოდებული სახალისოდ, თამაშით, მასწავლებელი გამოიყენებს მრავალფეროვან აქტივობებებს, ხშირად წაახალისებს და ა.შ.
სამუშაო ფოკუს ჯგუფთან ორჯერ ჩავატარე, - კვლევის დასაწყისში შინაგანი მოტივაციის დაბალი დონის მიზეზების დასადგენად და კვლევის დასასრულს, ინტერვენციების შედეგების ეფექტიანობის დასადგენად.
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ ფოკუს ჯგუფების კითხვები იყო:
1.მასწავლებლის მიერ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე
განხორციელებული აქტივობებიდან რომელი დაგამახსოვრდათ
ყველაზე მეტად?
2.შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ბუნებისმეტყველების
შესწავლისადმი? როგორ?
3. კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ გაგიიოლდეთ საგნის შესწავლა?
პირველ კითხვაზე პასუხად მოსწავლეები ასახელებდნენ დაუსწრებელ მოგზაურობებს Google Earth-ის გამოყენებით, კედლის გაზეთების მომზადებას, ცდების ჩატარებას, (ვულკანის ამოფრქვევა, წყლის სხვადასხვა მდგომარეობა.. ) ქალაქის, სოფლის დაგეგმარება, (ავაშენეთ ქალაქი, თავისი გადატვირთული ცენტრალური ქუჩით, მრავალსართულიანი სახლებით, ,სოფელი, თავისი გამწვანებით და ცხოველებით) პრეზენტაციების მომზადებას. განსაკუთრებით მოეწონათ სასწავლო ექსკურსიები ,,ექსპერიმენტარიუმში“, ,,კონტაქტურ ზოოპარკში“, ,,კოკა-კოლასა“ და „გარდენიაში“, მოეწონათ თამაში „სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობა“ (რომელ კონტინენტზე რომელი ოკეანის გავლით შეიძლება მოვხვდეთ.) მოეწონათ სკოლის ეზოში საკუთარი ხელით ნერგების დარგვა.
რაც შეეხება მოსწავლეთა სურვილებს ინტერვენციების განხორციელების შემდეგ, იყო, ის, რომ უფრო მეტი სხვადასხვა საკითხი თამაშით ესწავლათ, რადგან უკეთ ამახსოვრდებოდათ ესა თუ ის აქტივობა. სურდათ მეტი მიზნობრივი და პრაქტიკული სამუშაოები. წახალისებები ძალიან მოსწონდათ,
ჩავატარე ინტერვიუ მშობლების მონაწილეობით. მასში მონაწილეობას იღებდა 9 მშობელი. მშობლები ამ აქტივობისთვის შეირჩა საკუთარი სურვილის შედეგად.
მშობლებთან შემაჯამებელი ინტერვიუც ჩატარდა ორჯერ, როგორც ფოკუს ჯგუფთან-კვლევის დაწყებისას და დასრულებისას. კვლევის დაწყებისას ინტერვიუზე მშობლებმა პასუხი გაგვცეს კითხვებზე:
1.თქვენი შვილი მათემატიკას უფრო ხალისით სწავლობს თუ ბუნებას?
2. რამდენ დროს ანდომებს თქვენი შვილი ბუნებისმეტყველების გაკვეთილის სწავლას?
3. როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის ტესტურ დავალებას ართმევს თქვენი შვილი უკეთ თავს ღიას თუ დახურულს?
4. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ
აუმაღლდეს თქვენს შვილს მოტივაცია საგნის სწავლებასთან დაკავშირებით?
პირველ კითხვაზე მშობელთა უმეტესობას არ ჰქონდა პასუხი, ზუსტი დრო ვერ დაასახელეს, თუმცა აღინიშნა, რომ ძალიან ცოტა დროს უთმობენ მათი შვილები ამ საგნის სწავლას.
მეორე კითხვაზე მშობლებმა გვიპასუხეს, რომ მათ შვილებს ეიოლებათ პრაქტიკული სამუშაოები. ( ნახატი, აპლიკაცია) მშობლებმა „რთულ“ დავალებებად დაასახელეს სამუშაო რვეულში მოცემული დავალებების შესრულება და ინფორმაციის მოძიება.
მშობლებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებელმა მოსწავლეების დასაინტერესებლად მრავალფეროვანი აქტივობები უნდა გამოიყენოს, ჩაუტაროს ცდები, ხშირად წაიყვანოს ექსკურშიებზე, აჩვენოს საინფორმაციო ხასიათის ფილმები. ყველა მშობელმა ერთხმად აღნიშნა, რომ საგნის პოპულარიზაციას უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები სჭირდება (მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებული), წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებშედეგიანი იქნება მასწავლებლის საქმიანობა.
კვლევის დასრულების შემდეგ მშობლებთან ჩატარებული ინტერვიუს კითხვები იყო:
როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა თქვენი შვილის დამოკიდებულება ბუნებისმეტყველების სწავლის მიმართ? როგორ?
2. რას აკეთებს თქვენი შვილი, როცა რამეს ვერ იგებს ბუნებისმეტყველებაში?
3. ეცნობა თუ არა დამატებით ინფორმაციას თქვენი შვილი საგანთან
მიმართებაში?
ყველა მშობელმა აღიარა, რომ შეიცვალა მათი შვილების დამოკიდებულება ბუნებისმეტყველებისადმი, ეძებენ დამატებით ინფორმაციას , ნახულობენ სასწავლო ფილმებს, უყურებენ შემეცნებით გადაცემებს. ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი განაცხადა, რომ როცა გადაწყვიტა შვილს დახმარებოდა დავალების შესრულებაში და დაიწყო ინტერნეტში მასალის მოძიება, ბავშვმა განუცხადა, რომ თვითონ მოძებნიდა მოცემულ დავალებას ინტერნეტში.
აღნიშნულ მეთოდებთან ერთად ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურებს. ძირითადად ვაკვირდებოდით იმ მოსწავლეებს, რომელთაც პრობლემები ჰქონდათ საგნის სწავლაში და ვინიშნავდი მათ პროგრესს კონკრეტული ინტერვენციების განხორციელების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერვენციების შედეგები ბევრად უკეთესი იყო იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ადრე არანაირ დაინტერესებას არ იჩენდნენ საგნის მიმართ.
თავი 7.
მეორადი მონაცემების ანალიზი
გარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებისა, კვლევისას გავაკეთე მეორადი მონაცემების ანალიზი.
შევისწავლე მოსწავლეთა სწავლის შედეგები ინტერვენციების განხორციელებამდე და მის შემდეგ. შესადარებლად გამოვიყენე ტესტების შედეგები. ინტერვენციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე შეევსოთ იგივე კითხვარი, რაც დავუსვი ინტერვენციის დაწყებამდე. შედეგები აშკარად განსხვავებული იყო
N
|
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
ხანდახან
|
1
|
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა,ვიდრე ცოდნა ამ საგანში
|
8
|
12
|
9
|
2
|
ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია
|
5
|
16
|
8
|
3
|
პასუხისმგებლობით ეკიდები თუ არა ამ საგნის შესწავლას?
|
14
|
6
|
9
|
4
|
მიმაჩნია, რომ ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია
|
7
|
13
|
9
|
5
|
ვცდილობ, გადავწერო დავალება თანაკლასელებისგან, რათა მასწავლებლის დადებითი უკუკავშირი დავიმსახურო
|
5
|
15
|
9
|
6
|
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მეტი დრო მათემატიკას დავუთმო, ვიდრე ბუნებას
|
8
|
16
|
5
|
მეორადი გამოკითხვის შედეგების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა:
შეკითხვაზე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მასწავლებლის კეთილგანწყობა, ვიდრე ცოდნა, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 52% დადებითი პასუხი გასცა, 17%--უარყოფითი, 31%--ხანდახან./ კვლევის ბოლოს 28%--დადებითი პასუხი, 41%--უარყოფითი, 31%--ხანდახან. (ცოდნაზე ორიენტირება გაიზარდა 24%-ით.)
შეკითხვაზე: ჩემთვის ეს საგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 59% დადებითი პასუხი გასცა, 14%--უარყოფითი, 27%-- ხანდახან. კვლევის ბოლოს მოსწავლეთა 17% დადებითი პასუხი, 55%--უარყოფითი, 28%-- ხანდახან. (მოსწავლეთათვის საგნის მნიშვნელობის როლი 41%-ით გაიზარდა)
შეკითხვაზე: პასუხისმგებლობით ეკიდები თუ არა ამ საგნის შესწავლას, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 21% დადებითი პასუხი გასცა, 52%--უარყოფითი, 27%--ხანდახან. კვლევის ბოლოს მოსწავლეთა 48% დადებითი პასუხი, 21%--უარყოფითი, 31%-- ხანდახან. (მოსწავლეების პასუხისმგებლობა საგნის მიმართ 27%-ით გაიზარდა)
შეკითხვაზე: მიმაჩნია, რომ ამ საგანში ზედაპირული ცოდნა საკმარისია, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 45% დადებითი პასუხი გასცა, 24%-- უარყოფითი, 31%--ხანდახან. კვლევის ბოლოს მოსწავლეთა 24% დადებითი პასუხი, 45%--უარყოფითი, 31%-- ხანდახან. (საგნის სიღრმისეულად შესწავლის მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა)
შეკითხვაზე: ვცდილობ გადავწერო დავალება თანაკლასელებისგან, რათა მასწავლებლის დადებითი უკუკავშირი დავიმსახურო, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 48% დადებითი პასუხი გასცა, 35%-- უარყოფითი, 17%--ხანდახან. კვლევის ბოლოს მოსწავლეთა 17% დადებითი პასუხი, 52%--უარყოფითი, 31%-- ხანდახან. (დავალების შესრულების სურვილი მოსწავლეთა 17%-ს გაეზარდა)
შეკითხვაზე: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მათემატიკას მეტი დრო დავუთმო, ვიდრე ბუნებას, კვლევის დასაწყისში მოსწავლეთა 62% დადებითი პასუხი გასცა, 21%-- უარყოფითი, 17%-- ხანდახან. კვლევის ბოლოს მოსწავლეთა 28% დადებითი პასუხი, 55%--უარყოფითი, 17%-- ხანდახან. (ბუნების შესწავლის მეტი დროის დათმობის სურვილი მოსწავლეთა 34%-ს გაეზარდა)
თავი 8.
ინტერვენციების შედეგები
რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ბუნებისმეტყველების სწავლისადმი მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად დაიგეგმა ინტერვენციები.
საკვლევაძიებო დამოუკიდებელი სამუშაოები მოსწავლეებს, როგორც წესი, უმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას, აძლევს გამარჯვების სიხარულის განცდის შესაძლებლობას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინდივიდუალური, წყვილური და ჯგუფური მუშაობის ოპტიმალურ თანაფარდობას, მოსწავლეთა ურთიერთდახმარებას სასწავლო პროცესში და თვითსწავლას.
ტრადიციისამებრ, ამგვარი მიდგომის რეალიზებისას მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი საგნის სწავლის, დამატებითი ინფორმაციის მოძიების, მიზნის დასახვის, დაკვირვების, შედარების, განზოგადების, დასკვნის გაკეთებისადმი, ყალიბდება საქმიანობის კვლევითი ტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ იხვეწება და რთულდება კითხვები, რომელთაც მოსწავლეები უსვამენ მასწავლებელს და თავიანთ თანატოლებს გაკვეთილებზე და არასაგაკვეთილო დროს სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ მიმართულებით მუშაობის პირველ ეტაპზე თეორიის დამოუკიდებლად შესწავლის მიზნით გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:
ტექსტის ყურადღებით წაკითხვა; მისი ნაწილებად დაყოფა; კითხვების შედგენა ტექსტის ნაწილების მიხედვით და მათზე პასუხების გაცემა; დამატებითი კითხვების დასმა იმ შემთხვევაში, თუ ტექსტში რჩებოდა გაუგებარი ინფორმაცია; ტექსტში საკვანძო სიტყვების გამოყოფა (მარკირების მეთოდით); უცნობი სიტყვების მნიშვნელობების პოვნა ლექსიკონში;
აღნიშნული მეთოდის ფარგლებში მოსწავლეებს ვთავაზობდი არატრადიციულ საშინაო დავალებებს: ტერმინების ლექსიკონის დამოუკიდებლად შედგენას და თემებად დალაგებას, სასკოლო სახელმძღვანელოს განმარტებათა დაზუსტებას, სიტყვის წარმოშობის ისტორიის მოძიებას. ამით ხელი შევუწყვე ლექსიკონებისა და საცნობარო ლიტერატურისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას.
გაკვეთილებისთვის მზადება: ინფორმაციის მოძიება, აღნიშნულ ეტაპზე ვიყენებდი ჯგუფური მუშაობის ფორმას. ( გამოვყავი 5 ჯგუფი, რომლებმაც დარგეს 5 ნერგი სკოლის ეზოში და ვაკვირდებოდი როგორ ზრუნავდნენ მთელი მონდომებით ნერგებზე) და ამ ტიპის მუშაობამ სწავლების დიფერენცირების საშუალება მომცა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ნამუშევრების ურთიერთშემოწმებას, რაც წარმოადგენს თვით- და ურთიერთკონტროლის ეფექტურ საშუალებას.
მესამე ეტაპზე ვცდილობდი მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობას. მოსწავლეთა საქმიანობას სტიმულს ვაძლევდი სხვადასხვა ხერხებითა და საშუალებებით: ვიყენებდი კვლევით, ევრისტიკულ მეთოდებს, შემოქმედებით დავალებებს (კედლის გაზეთი, დავალებები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.).
სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ტრადიციულ ფორმებთან ერთად გაკვეთილებზე ეფექტიანად გამოიყენებოდა გასართობი ელემენტები. როგორც წესი, მათ ტრადიციულად ვიყენებდი გამოწვევის ფაზაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ამ ტიპის დავალებებს მიეკუთვნება კროსვორდები.
ზემოთ დასახელებული აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგნობრივი ტერმინოლოგიის ათვისებისთვის.
ამჟამად საკმაოდ დიდია მოსწავლეთა ინტერესი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ. ისინი ადვილად ითვისებენ ყველა სიახლეს და ხშირად, ციფრული რესურსების სწორად გამოყენებით მიღებული ცოდნა იმდენად მრავალმხრივია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
ამიტომაც მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარებასა და მოსწავლეებისთვის სწორი ორიენტირების მიცემაში.
ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისას მაქსიმალურად ვცდილობდი ტრადიციული სწავლების კურსის მხარდაჭერას.
როგორც წესი, ისტ-ს ვიყენებდი გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა დატვირთვით. კომპიუტერი ასრულებდა მასწავლებლის, სამუშაო ინსტრუმენტის ან სწავლების ობიექტის ფუნქციას.
ყველაზე ფასეული კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისას არის დავალებების მომენტალური შეფასება.
თემის „კონტინენტების“ შესწავლის დროს მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა დაუსწრებლად მოგზაურობა სხვადასხვა კონტინენტზე. ისინი თავად ირჩევდნენ კონტინენტს და აღწერდნენ მოგზაურობის დეტალებს, გვაცნობდნენ კონტინენტის ღირსშესანიშნაობებს. შემდეგ კი ხატავდნენ რომელი ქვეყანა მოეწონათ და რა ამ კონტინენტზე.
თემის „მცენარეების“ შესწავლის დროს ბავშვები მყავდნენ გარდენიაში, სადაც ბავშვებს გააცნეს მცენარეების მოვლა-პატრონობა და თავის ხელით დაარგვევინეს ქოთნებში ყვავილები, გააცნეს ამ ყვავილის მოვლის ინსტრუქციები და გამოატანეს სახლში.~ მოსწავლეები გავყავი 5 ჯგუფად და სკოლის ეზოში დარგეს ნერგები, რასაც მთელი მონდომებით უვლიდნენ.
თემის „ცხოველების“ შესწავლის დროს მოსწავლეები წავიყვანე „კონტაქტურ ზოოპარკში“.
მოსწავლეებს ასევე გავაცანი ინტერნეტში მუშაობის წესები, პირველ რიგში კი სანდო ინფორმაციების მოპოვების საშუალებები. ამ შემთხვევაშიც, სახელმძღვანელოთი შემოთავაზებული თემის ფარგლებში მოსწავლეები თვითონ ირჩევდნენ მათთვის სასურველ მიმართულებას.
ძალზე ინტენსიური იყო მუშაობა პრეზენტაციებზე სახელმძღვანელოთი შემოთავაზებული თემების გასამდიდრებლად. მოსწავლეები ქმნიდნენ პრეზენტაციებს საპრეზენტაციო პროგრამაში Pover Point.
თავი 9.
ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
ა) მიგნებები
კვლევაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ნამდვილად დაბალია მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია ბუნებისმეტყველების შესასწავლად; მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას განაპირობებს როგორც სწავლა-სწავლების ზედაპირული მიდგომები, ასევე სხვა ფაქტორებიც :
მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილებზე ნაკლები აქტიურობის მიზეზია დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების არქონა, არასტაბილურობა, სირთულეების თავის არიდება. მშობლები დაბალი მოტივაციის მიზეზად ასახელებდნენ ასევე გადატვირთულ და ნაკლებად საინტერესო სახელმძღვანელოებს. კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ მოსწავლეთა დაინტერესება და სწავლის ხარიხი სწავლების სტილის პირდაპირპროპორციულად იზრდება.
მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის უნდა ჩავატაროთ დისკუსიები, გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსპედიციები და სხვა. ხშირად ჩავატაროთ ცდები, პრაქტიკული სამუშაოები...
მოსწავლეებს მივცეთ არჩევანი დავალებების შესასრულებლად - ეს გულისხმობს მოსწავლის მიერ საკუთარი ინტერესების გათვალუისწინებით დავალების არჩევას (დახატოს, გამოძერწოს, ააგოს, წარმოსახვით იმოგზაუროს...) ამ გზით მოსწავლეებს სტიმულს მივცემთ მისთვის სასურველი საქმის საკეთებლად.
გამოვიყენოთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შევთავაზებთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები, თავიდან ავიცილოთ მათი მხრიდან სირთულის მიზეზით დავალების შეუსრულებლობა, რაც აამაღლებს მათ მოტივაციას.
შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა დღის სოლიდურ ნაწილს უთმობს კომპიუტერთან ჯდომას.
სათანადო ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – მის განხილვასა და შეფასებას, ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
ბ) რეკომენდაციები
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეკომენდაცია კოლეგებისთვის:
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები
1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი - ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი კლასგარეშე აქტივობებით, მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით, ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2. ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების
მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს .
3.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი - შენიშვნა,რჩევა, პოზიტიური უკუკავშირი სენდვიჩის მეთოდით.
4. არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენს მიმართ, უქრობს სწავლისსურვილს.
5. იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებით, შეხედულებებეითა და მოწონებებით. მაგრამ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად
გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში.
6. შემოიღეთ " წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად დაფიქსირების საშუალებას.
6. შემოიღეთ " წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად დაფიქსირების საშუალებას.
7. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – არ არსებობს მოსწავლე, რომელიც ვერ ისწავლის. თუ მოინდომებს, შეუძლია გახდეს წარმატებული. ეს უნდა იყოს ყველა მასწავლებლის მიზანი-იზრუნოს მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებაზე.
თავი 10.
დასკვნა
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შეჯამების შედეგად გავაკეთე დასკვნა:
1. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ბუნებისმეტყველების შესასწავლად დაკავშირებულია მოსწავლისა და მასწავლებლის ჯანსაღ თანამშრომლობაზე.
2. სწორად ორგანიზებული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარება უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას კონკრეტული საგნებით;
3. ისტ-ის გამოყენება გაკვეთილებზე სასწავლო პროცესის გახალისებას, მრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
4. მოტივაციის ასამაღლებლად ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრივად დაგეგმილი გასვლითი გაკვეთილები და მრავალფეროვანი აქტივობები(კედლის გაზეთი, სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსი, სლაიდშოუ...)
5. საჭირო და აუცილებელია მოსწავლე-მასწავლებლის მხრიდან თეორიული ცოდნის დემონსტრირება პრაქტიკაში.
6. აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა.
ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის შედეგები სურვილის შემთხვევაში შეიძლება განზოგადდეს და გამოყენებულ იქნეს დაწყებით საფეხურზე.
თავი 11.
პედაგოგიური პრაქტიკის - რეფლექსია
კოლეგებთან გაზიარება:
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელების შემდეგ, (რომელიც მიმდინარეობდა- 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით) მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.
კვლევის პრეზენტაციის დღედ განვსაზღვრეთ 2019 წლის 11 მაისი /14სთ/. კოლეგებს გავაცანი კვლევა, კვლევის შედეგები და შეფასების მიზნით ვთხოვე, აზრი გამოეთქვათ ნაშრომთან დაკავშირებით.
თემასთან დაკავშირებით პედაგოგებს დავუსვი კითხვები:
· ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საინტერესოა?
· რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკის კვლევის განხორციელება მასწავლებლებისთვის?
· თქვენი აზრით, ეს პრობლემა აქტუალურია თუ არა დაწყებით საფეხურზე?
პედაგოგების უკუკავშირი:
1. ვთვლით, რომ საინტერესო კვლევაა, სტრუქტურულად აწყობილია, თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავს არსებულ სურათს;
2. ეს პრობლემა აქტუალურია დაწყებით საფეხურზე, ამიტომ ახალი მეთოდებისა და მიგნებების გამოყენება უკეთეს შედეგზე გაიყვანს მოსწავლეს, რადგან უკვე მაღალ საფეხურზე გადასვლასთან ერთად მატულობს სხვადასხვა საგნების მიმართ უგულებელყოფა და საშინაო დავალების სიხშირე და სირთულეც.
3. მასწავლებლის პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს არსებული პრობლემის შესწავლას, მისი გადაჭრის მეთოდების დანერგვას და კოლეგებისთვის გაზიარებას.
კვლევაში ცხადად არის მოცემული, რომ ყველა საგნისადმი ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტია მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, თუ ყველა მასწავლებელი თავის საგანში დავალებებს მიაწოდებს მრავალფეროვანი მეთოდით, მოსწავლე უფრო მოტივირებული ხდება. კვლევის ავტორი არა მარტო გადასცემს თეორიულ მასალას, არამედ ხელს უწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განხორციელებას, (გასვლითი გაკვეთილები: გარდენია, ზოოტოპია, კოკა-კოლას ქარხანა...)
4. პრაქტიკის კვლევის განხორციელება მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი კომპონენტია. კვლევა ხელს უწყობს მასწავლებელს პრობლემის იდენტიფიცირებაში, მისი გადაჭრის გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
პედაგოგ მაია ზაზიკაშვილის კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა უმრავლესობა, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას და დაბალია სწავლების მოტივაცია დაწყებით საფეხურთან შედარებით. კვლევაში მოცემული გადაჭრის გზები საინტერესო და ეფექტურია. ფაქტობრივად მოსწავლეებს დავალების შესრულება მათთვის მისაღებ და საინტერესო სივრცეში უწევთ, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს დროთა განმავლობაში. აღნიშნული კვლევის მიგნებებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში, მშობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათთვის შვილების აკადემიური მიღწევის გაცნობის მიზნით.
კვლევის საკითხი და მიზანი იყო ეფექტური და ეფექტიანი სწავლება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, შედეგების დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
სამიზნე ჯგუფი იყო თბილისის N160 საჯარო სკოლის მე-41 კლასი.
კვლევის საგანი კი მოსწავლეთა მოტივაციის შესწავლა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.
პრეზენტაცია განვახორციელე პროექტორის გამოყენებით. მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ისე პრეზენტაციის ბოლოს გამართულ დისკუსიაში. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ კვლევის საკითხი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის TIMSS-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ( TIMSS 2011, 2015 – მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა.) პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, თავიანთ პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები, რომლის ეფექტიანობაც დავადგინე კვლევის ფარგლებში, რადგანაც შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ისინი ხელს უწყობენ სასწავლო პროცესში მოტივაციის ამაღლებას ბუნებისმეტყველებაში.
ძლიერი მხარე
კვლევის თემა უმნიშვნელოვანესია და რაც მთავარია მოსწავლეთა შედეგზეა ორიენტირებული. კვლევის ანგარიში კარგად არის სტრუქტურირებული და პრეზენტაცია დამაჯერებელი. აქტუალური საკითხია განხილული. ინტერვენციები ზუსტად არის შერჩეული, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. დიაგრამებზე ცხადად იყო ნაჩვენები მონაცემები, ანგარიში სწორად სტრუქტურირებულია, ხოლო პრეზენტაცია კი საინტერესოდ გადმოცემული. კვლევის შედეგები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. დამაჯერებლად არის დასაბუთებული კვლევისთვის შერჩეული მეთოდების ადეკვატურობა. კვლევაში გამოყენებული ინტერვენციები, ჩემი აზრით, სწორად იყო შერჩეული და შედეგიც გაუმჯობესებულია. საკვლევი კითხვები ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მათზე პასუხის გაცემა სრულად უზრუნველყოფს კვლევის მიზნის მიღწევას.
რეკომენდაცია:
გავითვალისწინებ კოლეგების მოსაზრებებს.
ვინაიდან აღნიშნულმა კვლევამ დადებითი შედეგი გამოიღო, სასურველი იქნება მსგავსი კვლევის წარმოება ერთდროულად დაიგეგმოს პარალელურ კლასებთან. დავაკვირდები მოსწავლეებს მომდევნო სასწავლო წელსაც და შევეცდები ყველა ქმედითი ნაბიჯი დავაფუძნო მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს .
თავი 12.
ბიბლიოგრაფია
1. განვითარებისა და სწავლის თეორიები, 1 წიგნი. (რედ. ს. გორგოძე). თბილისი, 2009
2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2011-2016 წ)
3. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში https://www.files.ethz.ch/isn/113655/45_475_821174_CIPDDeducationqualityassuranceGeo.pdf
4. მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი (ნაწილი 2)
დანართი1
კითხვარი ფოკუს ჯგუფისთვის
1. ბუნებისმეტყველებაში რომელი თემის შესწავლას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. როგორ ფიქრობთ, რაში გამოიყენებთ ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ დაინტერესდეთ საგნით? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი2
კითხვარი ფოკუსჯგუფისთვის
(ინტერვენციების განხორციელების შემდეგ)
მასწავლებლის მიერ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე განხორციელებული აქტივობებიდან რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეიცვალა თუ არა თქვენი დამოკიდებულება ბუნებისმეტყველების შესწავლისადმი? როგორ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ გაგიიოლდეთ საგნის შესწავლა?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი3
კითხვები ინტერვიუსთვის
(მშობლებისთვის)
1.თქვენი შვილი მათემატიკას უფრო ხალისით სწავლობს თუ ბუნებას?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რამდენ დროს ანდომებს თქვენი შვილი ბუნებისმეტყველების გაკვეთილის სწავლას? -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის ტესტურ დავალებას ართმევს თქვენი შვილი უკეთ თავს ღიას თუ დახურულს? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ აუმაღლდეს თქვენს შვილს მოტივაცია საგნის სწავლებასთან დაკავშირებით? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი4
კითხვები ინტერვიუსთვის
(მშობლებისთვის, ინტერვენციების განხორციელების შემდეგ)
როგორ შეიცვალა თქვენი შვილის დამოკიდებულება საგანთან- ბუნებისმეტყველებასთან მიმართებაში
1. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა თუ არა თქვენი შვილის დამოკიდებულება ბუნებისმეტყველების სწავლის მიმართ და როგორ? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რას აკეთებს თქვენი შვილი, როცა რამეს ვერ იგებს ბუნებისმეტყველებაში? ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ეცნობა თუ არა დამატებით ინფორმაციას თქვენი შვილი საგანთან მიმართებაში ? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------